ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი პსჟ-სა და დორტმუნდს შორის, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი დორტმუნდმა შინ, ანგარიშით 1:0 მოიგო.
პარიზში გამართულ შეხვედრაში ანგარიში დორტმუნდის ვეტერანმა მცველმა მატს ჰუმელსმა გახსნა, რის შემდეგაც, ბორუსიელები თავის დაცვაზე გადავიდნენ.
პსჟ-ს შეტევა საკმაოდ მძლავრი გახდა, მათ რამდენჯერმე ბურთი ძელსაც გაარტყეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ, ეს მატჩიც 0:1 დათმეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
რეალი ან ბაიერნი - ვინ იქნება დორტმუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს გაირკვევა.