24 ივლისს სტამბულში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები დაიწყება. ტურნირში ქართველი პარაათლეტები პირველად მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალგაზრდული ნაკრები პარალიმპიური სპორტის 3 სახეობაში 9 პარაათლეტით წარსდგება.
პარატაეკვონდო: ანა ჯაფრიძე, ნატა ოჩიგავა, სანდრო მეგრელიშვილი, ლუკა მოდებაძე.
პარაცურვა:ზაურ მუშკუდიანი, მარიამ კაკაბაძე, ნინი გელაძე.
პარაძიუდო:ცოტნე დოინჯაშვილი, დავით მარგიანი.
შეჯიბრებაში 33 ქვეყნის 700 პარაათლეტი მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები სტამბულში 24 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება, 27 ივლისს კი დაიხურვის ცერემონია გაიმართება.








