პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში — დეკლან რაისმა რეკორდი დაამყარა

აღნიშნული შეხვედრის მთავარი გმირი ლონდონური კლუბის ნახევარმცველი, დეკლან რაისი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა მოუპოვა.
დღევანდელ მატჩში, 26 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა რეკორდი დაამყარა და ტურნირის ისტორიაში შევიდა— დეკლან რაისი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი ჯარიმის გატანა შეძლო.
არსენალის და რეალის განმეორებითი მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე 16 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.








