რამდენიმე კვირის წინ გაუწყეთ, რომ ოჯახური მიზეზების გამო, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის შეკრებას გვიან შეუერთდებოდა, თუმცა ქართველი შემტევი კონტემ დაიბარა და იტალიაში წასვლა მოუწია.
დღეს, კვარაცხელია თბილისში მაინც ბრუნდება. მიზეზი სწორედ ესაა - კვარა მეუღლის მშობიარობას დაესწრება, 2 დღით საქართველოში იქნება და მალევე იტალიაში დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ გასულ ტურში თავბრუსხვევის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა ამჟამად ის თავს მშვენივრად გრძნობს.
2 დღის შემდეგ დაბრუნებული კვარაცხელია, ნაპოლის ვარჯიშში სრულფასოვნად ჩაერთვება და კვირას გასამართ მატჩისთვზე სათამაშოდ მზად იქნება.