მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავისი გუნდის ფეხბურთელების, ჩუამენის და ვალვერდეს შორის ჩხუბს გამოეხმაურა.
პერესის თქმით, მსგავსი ჩხუბები კლუბებში ყოველწელს ხდება, გასაკვირი არაფერია და ამაზე ყურადღების გამახვილებას არასწორად მიიჩნევს.
პერესის ამ კომენტარს კატალონიის ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ხერარდ პიკე ეხმაურება.
"პერესს ვეთანხმები, ჩხუბი ყოველწელს ხდება და ეს გასაკვირი არა არის. ცხოვრებაში არავისთან მიჩხუბია, თუმცა ჩემი თვალით მინახავს.
ერთია ვინმეს ქუჩაში ეჩხუბებოდე და გოლფის ჯოხს ურტყამდე და მეორეა მეგობრულად იჩხუბო. ამ შემთხვევაში, ეს მეგობრული ჩხუბი იყო."








