ნეიმარ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებში ოფიციალურად დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში შოტლანდიასთან, სანტოსის კაპიტანი მოედანზე 76-ე წუთზე შემოვიდა. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა "სელესაოში" 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ. ბრაზილიელ ფორვარდს "პენტაკამპეონეში" 981 დღის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები.
გამოსარჩევია ისიც, რომ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს, ჯალმა სანტოსისა და მარკოს კაფუს შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდის ათიანი გახდა მე-4 ბრაზილიელი, რომელმაც 4 მუნდიალზე ითამაშა. ეს ყველაფერი კი შეხვედრაში, სადაც "სელესაომ" 1/16 ფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.
ცხადია, 34 წლის თავდამსხმელის დაბრუნება ემოციური მოვლენა გამოდგა. მან ცრემლი ვერ შეიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ამბიციაზე ისაუბრა. ნეიმარს სჯერა, რომ ბრაზილიას შეუძლია მუნდიალის მოგება, რადგან ეროვნული გუნდი გაერთიანებულია ისე, როგორც არასდროს.














