შეთანხემბა შედგა, პაულო ფონსეკა
მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება! რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებები, საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. პორტუგალიელი მწვრთნელი "როსონერისთან" კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს. ხელშეკრულებაში ასევე იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ (2027 წლამდე). ფონსეკას წლიური ხელფასი €2.5 მილიონი იქნება.
ფონსეკასა და ლილის თანამშრომლობა 2 წლის შემდეგ სრულდება. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით ფრანგულმა გუნდმა 90 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 45 მოიგო, 26 ფრედ დაასრულა და 19 შემთხვევაში დამარცხდა. 2023/24 სეზონში ლილი, ლიგა 1-ში მე-4 პოზიციაზე გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.
ფონსეკას ზურგს უმაგრებს უკრაინული, პორტუგალიური და იტალიური გამოცდილება. მისი კარიერის მთავარი მიღწევები შახტარს უკავშირდება: 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობა, 3-ჯერ ქვეყნის თასი და ერთჯერ ქვეყნის სუპერთასი. რაც შეეხება პორტუგალიურ გამოცდილებას, ფონსეკამ როგორც ბრაგასთან, ისე პორტოსთან ერთად პორტუგალიის თასის მოგება მოახერხა. უნდა გამოვყოთ მისი კარიერა იტალიაში, პაულო
რომას მთავარი მწვრთნელი 2019-2021 წლებში იყო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისი იტალიური გამოცდილება საკმაოდ ცუდი იყო.