ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციამ პატრიკ კლუივერტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა — ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
49 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი აღნიშნულ თანამდებობაზე 8 იანვრიდან მუშაობდა და ინდონეზიის ეროვნულმა ნაკრებმა მისი თავკაცობით ჩატარებული 8 მატჩიდან 4 წააგო, 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პატრიკ კლუივერტმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს, ლილში დაასრულა და 4 წლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ინდონეზიის ნაკრებამდე ის კურასაოს და ადამა დემისპორის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







