საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაიმართა პარიზული დერბი პარიზსა და პსჟ-ს შორის, რომელიც მასპინელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
როგორც დაგეგმილი იყო, მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა და თასი ასწია.
ლუის ენრიკემ ბოლო ტურში ძალები გადაანაწილა და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ბარკოლამ გაიტანა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა.








