4 მედალი მოიპოვეს ქართველმა პარაძიუდოისტებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე. J2 კატეგორიის - 70 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ერთმანეთს პარალიმპიადის პრიზიორები, გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი დაუპირისპირდნენ. გამემარჯვება ქალდანმა მოიპოვა და საქართველოს ტურნირზე პირველი ოქრო მოუტანა. შესაბამისად, ზურაბიანმა ვერცხლი დაისაკუთრა.
მეორე ოქროს მედალი საქართველოდან საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოიპოვა. ბრინჯაო კი ბაჩუკი შელიამ დაისაკუთრა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებიდან თბილისის მსოფლიო თასზე პირველ საშეჯიბრო დღე ექვსმა პარასპორტსმენმა იასპარეზა.



















