უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმა რეინჯერსი მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა ნახევარმცველმა და 35-ე წუთზე გოლი გაიტანა. ავსტრიულმა კლუბმა კი პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
შტურმი 2-1 რეინჯერსი
გოლები: 1-0 ჰორვატი (7'), 2-0 კიტეიშვილი (35'), 2-1 გასამა (49')
ევროპა ლიგის მეორე ტურის შედეგები
What a night 🥵#UEL pic.twitter.com/uHsEu8lbWI
— UEFA Europa League (@EuropaLeague) October 2, 2025
დღესვე გაიმართა უეფას კონფერენს ლიგის პირველი ტურის მატჩები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა.
ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ფიორენტინამ საკუთარ მოედანზე სიგმა ოლომუკს უმასპინძლა, მეტოქე 2-0 დაამარცხა და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. სტეფანო პიოლის გუნდი გუნდი მომდევნო ტურში რაპიდს ესტუმრება.
კონფერენს ლიგის პირველი ტურის შედეგები
An incredible night of #UECL action 🔥 pic.twitter.com/VZTqTxtpZ9
— UEFA Conference League (@Conf_League) October 2, 2025












