საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს, ბოლო ვარჯიშს ატარებს.
ნაკრებთან ერთადაა შტურმის შემტევი ოთარ კიტეიშვილიც, რომელიც, სამწუხაროდ, გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ინდივიდუალურად ემზადება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონტენეგროსთან მიღებული ტრავმის გამო, კიტეიშვილი თურქეთთან მატჩს გამოტოვებს.
რამდენიმე დღის წინ, მოგახსენეთ, რომ კიტეიშვილი თურქეთთან მზად იქნებოდა, თუმცა მისი გამოჯანმრთელება პირველი მატჩისთვის ვერ მოესწრო.