ოთარ კაკაბაძე და კრაკოვია ახალ კონტრაქტზე მუშაობენ — 28 წლის ქართველი მცველი, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და პოლონურ გუნდს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ამასობაში კი ოთარს იტალიური ვარიანტი გამოუჩნდა, კერძოდ კრემონეზეს სახით, რომელსაც ქართველი მცველის დამატება ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. როგორც მოგეხსენებათ, კრემონეზეში კიდევ ერთი ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს. “გრიჯოროსი” სერია B-ში, მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ელიტაში დასაბრუნებლად დიდ ბრძოლაშია ჩართული.
კაკაბაძე კრაკოვიაში 2021 წლიდან თამაშობს, რა დროშიც 61 მატჩი, 5 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.