პარი სენ-ჟერმენის ყოფილი გარემარბი, ჟერომ როტენი გამოეხმაურა კილიან მბაპეს ფრანგული გუნდიდან დაანონსებულ წასვლას. მას მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მიერ დასახელებული ფრანგი ფორვარდის პოტენციური შემცვლელები პსჟ-ს ვერ გააძლიერებენ. საუბარი არის ნაპოლის შემტევის, ვიქტორ ოსიმენის შესახებაც.
"მბაპეს წასვლით, პარი სენ-ჟერმენი საგრძნობლად შესუსტდება. ვის შეუძლია მისი შეცვლა? ჰოლანდი არ მოვა, ოსიმენი კი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევს. ვიქტორი კლასით კილიანზე დაბალია და ის ბევრ კომპონენტში ჩამორჩება მას. მსგავსი სტილის მოთამაშეები ისედაც არიან პსჟ-ში, მაგრამ გუნდი არ გაძლიერებულა.
საუბარი მაქვს კოლი-მუანისა და რამოშზე, რომლებმაც პარიზს ვერაფერი შემატეს. წარმოდგენაც არ მაქვს, რა ბედი ელის გუნდს ფრანგი თავდამსხმელის წასვლის შემდეგ", - განაცხადა "ლურჯ-წითლების" ყოფილმა ფლანგელმა. შეგახსენებთ, რომ კილიანის სამომავლო კარიერას მადრიდის რეალს უკავშირებენ, რომელიც უკვე წლებია, რაც მის ტრანსფერზე მუშაობს.