28 წლის დივოკ ორიგი MLS-ში გადასაბარგებლად ემზადება. მილანი და ნოტინგემ ფორესტი უახლოეს დღეებში, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავენ. ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნებამ არ გაამართლა, როსონერი კი ბელგიელი ფორვარდის დატოვებას არ აპირებს.
ამასობაში, საქმეში ამერიკული კლუბები ჩაერთვნენ, ყველაზე მეტად კი ლოს ანჯელესი აქტიურობს — ამერიკის თასის ორგზის გამარჯვებულს, ორიგის დამატება იჯარა + გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, რაც მილანს აწყობს. იტალიური გუნდი ამ გარიგებით დაახლოებით €5 მილიონამდე მიიღებს.
ორიგი მილანში 2022 წლის ზაფხულში, ლივერპულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2022/23 სეზონში, ფეხბურთელმა ჯამში 36 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. შემდეგ იყო ინგლისში ტრანსფერი, კერძოდ ნოტინგემში, სადაც 6 თვეში მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.