ტომას მიულერმა ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა. ვეტერანმა თავდამსხმელმა გამოარჩია ორი ფეხბურთელი - კილიან მბაპე და მაიკლ ოლისე. გერმანელმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა მათ ეფექტურობასა და შედეგიანობას. შეგახსენებთ, ბალონ დ'ორის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ჩატარდება.
"მინდა გამოვყო ორი კანდიდატი, ვინც 2026 წელს ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვგულისხმობ მბაპესა და ოლისეს, რომლებიც ინდივიდუალურად მართლაც საუკეთესოები არიან. კილიანი და მაიკლი თამაშობენ ძალიან სანახაობრივად, თანაც ისე რომ შედეგებიც საოცარი აქვთ.
ჩემი აზრით, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ ვსაუბრობთ", - განაცხადა ვანკუვერ უაითქეფსის ფორვარდმა. შეგახსენებთ, ფრანგი ვარსკვლავების გარდა, ბალონ დ'ორის ფავორიტებს შორის მოიაზრებიან ჰარი კეინი, როდრი ერნანდესი და ლამინ იამალი.












