ჰარი კეინმა ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ცერემონია გაიმართება ლონდონში, რაც შესაძლოა სწორედ ინგლისელი ფორვარდისთვის იყოს ბალონ დ'ორის მოგების ნიშანი. მის გარდა, ფავორიტებს შორის არიან კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია და ლამინ იამალი.
"ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა ის ფაქტი, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება ლონდონში გაიმართება. ეს არის ჩემი მშობლიური ქალაქი, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი. ვინ იცის, იქნებ ესაა იმის ნიშანი, რომ ბალონ დ'ორი ინგლისელმა მოთამაშემ მოიგოს, რაც უკვე 20 წელზე მეტია არ მომხდარა.
მინდა მადლობა გადავუხადო კლუბსა და კოლეგებს, ვინც გვერდში მიდგანან. ერთობლივი ძალებით ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ოქროს ბურთის მოგება ჩემთვის იქნებოდა უდიდესი მიღწევა, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ სეზონის მიმდინარეობაზე ვფიქრობ", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა.












