ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ტედი შერინგემი 2026 წლის ოქროს ბურთზე საუბრობს და თავის ფავორიტს ასახელებს.
"ჰარი კეინს ფენომენალური სეზონი ჰქონდა, თუმცა ჩემი აზრით, ოქროს ბურთი ისეთმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს, ვინც ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მას კი არცერთი ეს ტიტული არ მოუგია, ამიტომ ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგებისგან ძალიან შორსაა. ვწუხვარ, ჰარი!
შესაბამისად, ოქროს ბურთი როდრიმ უნდა მოიგოს, რომელიც ესპანეთის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო და მანჩესტერ სიტიშიც წარმატებულად ითამაშა. ის ოქროს ბურთს კეინზე მეტად იმსახურებს", - განაცხადა შერინგემმა.












