რუმინეთთან ამხანაგური მატჩის წინ, გურამ კაშიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ვეტერანი მცველი საქართველოს ეროვნულ გუნდში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებში
"შეგუელი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებიდან მივდივარ. ეს ყველაფერი უკვე გავიაზრე. იღბლიანი კარიერია მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და გული არაფერზე მწყდება. მინდა, რომ ჩემს ბოლო მატჩში სიხარული უფრო მეტი იყოს, ვიდრე სევდა".
საქართველოს ნაკრებში განვლილი გზა
"ნაკრებში მოსვლის დღიდან - დღემდე, მივაღწიეთ საოცარ პროგრესს. არა მხოლოდ ფეხბურთელების მხრივ, ვითარდება ფედერაციაც. დიახ, ბოლო ერთი წელი არ ყოფილა ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ წარუმატებლობას ყოველთვის წარმატება მოსდევს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ 2 ან 4 წელში საქართველო დიდ ტურნირზე კიდევ ითამაშებს".
სამომავლო გეგმები
"ივნისამდე სლოვანთან მაკავშირებს კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, გადაწყვეტილებას მივიღებ. რთულია სპორტიდან, ფეხბურთიდან წასვლა. ივნისის შემდეგ, კარგად დავფიქრდები და ჩამოვყალიბდები".
ხვიჩა კვარაცხელია როგორც კაპიტანი
"ხვიჩა პიროვნულადაც ისეთივე მაგარია, როგორიც ფეხბურთელი. მისი დონის ვარსკვლავებს სპეციფიური ხასიათი აქვთ, თუმცა მას ეს არ ეხება. ის არის თავმდაბალი, პროფესიონალი და ლიდერი. საფეხბურთო თვისებებზე საუბარი ხომ ზედმეტია. უდიდესი ქართველია".











