ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, საფეხბურთო სამყარო 28 ოქტომბერს სულმოუთქმელად ელოდება. პარიზში გასამართ საღამოზე 2023/24 სეზონს შეაჯამებენ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მწვრთნელსა და სხვადასხვა გამარჯვებულებს გამოავლენენ, თუმცა ყველას ინტერესი მაინც მთავარი ჯილდოსკენ არის მიპყრობილი — ვინ გახდება ოქროს ბურთის გამარჯვებული?
2024 წლის ოქროს ბურთის 30 მთავარი ნომინანტი ცნობილია, თუმცა ამ სიას გამოკვეთილი ფავორიტები მაინც ჰყავს. სიას სამეული ლიდერობს, კერძოდ ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და როდრი. ფავორიტი ამ სამეულსაც ჰყავს — ყველა დიდი გამოცემის თუ ჟურნალისტის აზრით, 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი ვინისიუსია და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ბრაზილიელი ამ ჯილდოს 28 ოქტომბერს მიიღებს.
გთავაზობთ სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების პროგნოზებს:
Yahoo Sports:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
Goal.Com:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
Givemesport:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
Bleacher Report:
1. როდრი (მანჩესტერ სიტი);
2. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი);
3. ვინისიურ ჟუნიორი (რეალ მადრიდი).
90Min:
1. როდრი (მანჩესტერ სიტი);
2. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
CBS Sports:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
One Football:
1. ვინისიურ ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი);
3. კილიან მბაპე (რეალ მადრიდი).
Eurosport:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).
BBC:
1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი);
2. როდრი (მანჩესტერ სიტი);
3. ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი).