პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 2026 წლის ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულე ჰკითხეს.
რა თქმა უნდა, ენრიკემ უპასუხა, რომ ოქროს ბურთი პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს, თუმცა მაგალითად მხოლოდ უსმან დემბელე და ფაბიან რუისი მოიყვანა.
"ოქროს ბურთი არ მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ის პსჟ-ის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. ამ გუნდში ყველაფერი გვაქვს: მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ფაბიანმა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
გვყავს უსმან დემბელე, რომელიც ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელია. ჩემთვის, ოქროს ბურთი პარიზელ მოთამაშეს უნდა გადაეცეს, თუმცა შეიძლება ვცდებოდე. მაინც, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.












