საქართველოს 21-წლამდე ნაკრების აწ უკვე ყოფილი მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც გულშემატკივარს თავი ახალგაზრდულ ნაკრებში გმირული თამაშებით დაამახსოვრა, ამჟამად ჩეხეთში თამაშობს.
გასულ სეზონში ის პარდუბიცეში იჯარის წესით თამაშობდა, წელს კი პარდუბიცემ მისი ტრანსფერი გამოისყიდა და ჩეხური გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა.
სეზონის სტარტზე, მოსამზადებელ ეტაპზე ხარატიშვილს იდაყვი ამოუვარდა, რის შედეგადაც იოგები დაზიანდა და ოპერაციული ჩარევა გახდა საჭირო.
Jan Kliment vychytán! 🙅
— Oneplay Sport (@oneplaysportcz) April 12, 2026
Pokutový kop hrdiny barážového utkání s Irskem lapil 𝐋𝐮𝐤𝐚 𝐊𝐡𝐚𝐫𝐚𝐭𝐢𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢. 🧤#OneplaySport | #ChanceLiga pic.twitter.com/D3F2taJGYr
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ახალგაზრდა მეკარემ მსუბუქი ვარჯიშები ფიტნეს დარბაზში განაახლა და დაახლოებით 3 თვეში უკვე თამაში შეეძლება.
ხარატიშვილს აპრილის თვეში კარგი პერიოდი ჰქონდა, როცა ის პარდუბიცეს ძირითადის მეკარე იყო და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა. ახალ სეზონში მისმა გუნდმა ორიდან ორი მატჩი წააგო.













