8 ნოემბერს, KUS TBA PADEL-ში OKTOPUS PADEL TOURNAMENT ჩაატარდა. შეჯიბრებაOKTOPUS-ის კლუბში პირველად გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა მოყვარულთა გუნდებისთვის, რომელთა მიზანია გამოცდილების გაზიარება, სპორტული აქტივობა და მეგობრული კონკურენციის ატმოსფერო.
შეჯიბრებაშიმონაწილეობა 64-მაგუნდმა (128 მონაწილე) მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდი4000 ლარი იყო.
ტურნირი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამარჯვებულები ლუკა კიკაბიძე და ნიკა ჩხაიძე გახდნენ, რომელთაც მთელი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარეს და ფინალშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
აღნიშნული ტურნირისსაინფორმაციო მხარდამჭერია - SMH SPORTS - La Gazzetta dello Sport Georgia
ნიკა ჩხაიძე (ტურნირის გამარჯვებული): "დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირის ჩატარებისთვის. მოხარული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ჩემს მეწყვილესთან, ლუკასთან ერთად თამაში საკმაოდ კომფორტულია. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და პირველი შემთხვევა არაა, როცა პადელის ტურნირი ერთად მოვიგეთ."
მარიამ ბაღათურია (ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი): "ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა, ყველა მონაწილე გამორჩეული და საუკეთესო იყო, პირველადგილოსნებმა კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ასეთი აქტივობები პადელის და სპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ"








