რამდენიმე დღის წინ, FIFA-მ გასცა ბრძანება, რომ განხილულ იქნას პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის მატჩების საზღვარგარეთ, ევროპის მიღმა ჩატარება.
ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული არ არის, თუმცა განხილვის ქვეშაა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები ამავე ქვეყნებში აღარ ჩატარდეს.
"ოღონდ არ ქნათ!"- ასე გამოეხმაურა ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მიმომხილველი, გარი ლინეკერი FIFA-ს ამ გადაწყვეტილებას.
მათი აზრით, ასეთი ტოპ თამაშების საზღვარგარეთ ჩატარება მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ სპორტს უფრო მრავალფეროვანს გახდის, რასაც ლინეკერი ეწინააღმდეგება.