ოფიციალურად — შოთა არველაძე ქასიმფაშას მთავარი მწვრთნელია. თურქულმა კლუბმა 52 წლის სპეციალისტი სულ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, შოთა არველაძე ქასიმფაშას 2012-2015 წლებშიც წვრთნიდა.
ქართველი სპეციალისტი ბოლოს კარაგუმრუკში მუშაობდა, საიდანაც 2024 წლის მარტში წამოვიდა. მას შემდეგ, გამოცდილი ქართველი მწვრთნელი უგუნდოდ იყო. ქასიმფაშამ თურქეთის სუპერლიგის 2024/25 სეზონი 47 ქულით, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.
Evine Hoş Geldin Shota Arveladze
— Kasımpaşa (@kasimpasa) June 25, 2025
Kulübümüzde 2012-2015 yılları arasında teknik direktörlük görevini üstlenen Shota Arveladze, yeniden Kasımpaşamızın başında.
Geçmişte birlikte yaşadığımız başarılı dönemlerin ardından, yeni sezonda da kendisiyle çalışacak olmaktan mutluluk… pic.twitter.com/87CRPdYqg7












