გიორგი ქოჩორაშვილსა და ლევანტეს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა. ესპანურმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულებაში ჩაწერილი პუნქტი აამოქმედა, რის მიხედვითაც ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2 წლით ავტომატურად გახანგრძლივდა. ახალი ხელშეკრულებით, ქოჩორაშილი ლევანტეში 2027 წლამდე დარჩება.
ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში 2019 წლიდან თამაშობს. 5 სეზონის განმავლობაში, ქოჩორაშვილმა ვალენსიური კლუბის მაისურით ჯამში 75 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 6 გოლის გატანაც მოახერხა. გიორგი ამ დროის განმავლობაში ლევანტეს ორივე გუნდის ღირსებას იცავდა.
ქოჩორაშვილის ახალ კონტრაქტს ილია თოფურიაც გამოეხმაურა: