ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი ნაპოლის მთავარი მწვრთნელია! "პარტენოპეიმ" ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
Mister Allegri is proud to be one of us!
— Official SSC Napoli (@sscnapoli) July 3, 2026
Leggi il comunicato 👉 https://t.co/BFWcEi2GX5
💙 #ProudToBeNapoli | #WelcomeAllegri | #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/MqGlaiuMxC
მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ ნაპოლი დატოვა, ნეაპოლურ კლუბს არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს. აქტიურად განიხილებოდა ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურაც, თუმცა აურელიო დე ლაურენტისის მთავარი არჩევანი თავიდანვე სწორედ მასიმილიანო ალეგრი იყო. სიტუაციას ისიც დაემატა, რომ იტალიელი სპეციალისტი მილანმა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა, რამაც ნაპოლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაამარტივა.











