ოფიციალურად დასტურდება რომ, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თელავივის მაკაბის უკანახაზელი, ჯო ტომასონი ნაკრებს შემოუერთდა.
ჯო ტომასონი, დაახლოებით, 2 კვირის წინ ესპანური „გრანადიდან“ თელავივის „მაკაბიში“ გადავიდა. ესპანეთში, ამერიკელი კალათბურთელი, საშუალოდ, 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა.
ტომასონი სხვადასხვა დროს ბუქარესტის „დინამოში“, პოლონურ „გდანსკში“, „ლიუბლინაში“, „ზელონა გორაში“, „გალილ გილბოაში“, „მანრესაში“, „პეტერბურგსა“ და „პრომითეასში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, 23 თებერვალს, დანიათან გასვლითი მატჩით იწყებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ჯო ტომასონის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.