ოფიციალურად: ედინ ტერზიჩმა დორტმუნდი დატოვა

ტერზიჩი დორტმუნდში 2018 წლიდან მოყოლებული მუშაობს. თავიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორი გახდა. ტერზიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა. 95 მატჩი, 55 მოგება, 20 ფრე, 21 მარცხი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ედინი "შავ-ყვითლებს".
ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს გერმანულ გუნდს. პოტენციური მწვრთნელების შესახებ ინფორმაცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.







