ფანტასტიკური დრო გავატარე კოპენჰაგენში, დიდი გამოცდილება მივიღე მოედანზე და ჩამოვაყალიბე ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და განსაკუთრებით, გულშემატკივრებთან. ეს ყველაფერი საშინლად მომენატრება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც აქ მივიღეთ მე და ჩემმა ოჯახმა - განსაკუთრებით უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში, როცა დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენით. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამისთვის.
ახლა ჩემს ოჯახთან ერთად უნდა გავარკვიო, რას გავაკეთებ მომავალში. მომენატრება ფეხბურთი და ცხოვრება, რომელიც მის გარშემოა, მაგრამ კარიერის დასრულება ასევე, ხსნის კარს, რომ შევისწავლო ცხოვრების სხვა მხარეები ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
მინდა მადლობა გადავუხადო კოპენჰაგენს ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის. ტრავმების მიუხედავად, ჩემი აქ გატარებული დრო ნამდვილად კარგი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ კლუბის ყველა წევრს, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. დღეიდან მე ვარ კოპენჰაგენის ამაყი გულშემატკივარი."








