თავისი 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 35 წლის ასაკში ესპანელმა შემტევმა კრისტიან ტელომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ტელო იმ "ოქროს ბარსელონას" წევრი იყო, როცა პეპ გვარდიოლას ხელში კატალონიელებმა ყველაფერი მოიგეს და შეუჩერებლები იყვნენ.

როცა ტელო ბარსელონაში გამოჩნდა, მას უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ველოდით.
ბარსელონას დიდ გუნდში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, ტელომ პორტუს მიაშურა, შემდეგ იყო ფიორენტინა, ბეტისი, ლოს ანჯელესი და ბოლოს საუდის არაბეთი.
"ჩემთვის ეს ძალიან რთული დღეა, დროა პროფესიონალური კარიერა დავასრულო", - წერს ტელო, რომელმაც ბარსელონაში 86 მატჩში 20 გოლი გაიტანა.












