ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში, 2034 წლის მუნდიალი კი საუდის არაბეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2030 წლის მუნდიალის პირველი 3 მატჩი არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში ჩატარდება. აღნიშნული ინიციატივა მუნდიალის 100-წლიან იუბილესთან არის კავშირში.
შეგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ურუგვაიში გაიმართა. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ 2030 წლის მუნდიალის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.