ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ატლეტიკომ ინტერი პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩი შემდეგ, კომენტარი მადრიდული კლუბის მეკარემ, იან ობლაკმა გააკეთა.
"ყოველთვის ვამბობ, რომ პენალტების სერია გარკვეული დოზით გამართლებაზეა დამოკიდებული - უბრალოდ მხარეს ირჩევ და თუ ფეხბურთელმა იდეალურად დაარტყა, შანსი არ გაქვს აღების. გამიმართლა, რომ დღეს შევძელი პენალტების მოგერიება და 1/4 ფინალში გავედით."
"სახლის თამაშებში ყოველთვის დიდებული ატმოსფეროა - ფანები და სტადიონი არასდროს გვიცრუებენ იმედებს. ჩვენ შეიძლება წავაგოთ, მაგრამ გულშემატკივრები არასდროს ჩერდებიან და დღესაც უდიდესი მუხტი მოგვცეს, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა" - განაცხადა ატლეტიკოს მეკარემ.