მადრიდის რეალთან მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა.
"ძალიან მტკივნეულია და ამ ყველაფრის დასავიწყებლად დრო იქნება საჭირო. ეს ისეთი მარცხია, როდესაც მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ. სხვა მხრივ, იყო ბევრი პრობლემა, ბევრი ტრავმა, ბევრი ცვლილება. დავიწყეთ შემტევი ოთხეულით, ბოლოსკენ კი მათ შორის აღარავინ იყო. შემდეგ კი ნოიერის შეცდომა.
მანუელი მთელი საღამო ბაიერნის მხსნელი იყო, თუმცა დაუშვა ისეთი შეცდომა, როგორსაც მომავალი 100 წლის განმავლობაში აღარ დაუშვებს. რაც შეეხება არჩათვლილი გოლის მომენტს, ეს აბსოლუტური კატასტროფა იყო. ცხადია, ეპიზოდი ბოლომდე უნდა მიეყვანა. ასეთია წესი. შეცდომა ჯერ ასისტენტმა დაუშვა, შემდეგ - მთავარი მსაჯმა. ნამდვილი კატასტროფა. ბერნაბეუ მსაჯებზე მოქმედებს", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა.