როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა ლონდონის არსენალი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი "რეკორდმაისტერის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, მანუელ ნოიერი კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდით შევიდა.
ჩემპიონთა ლიგაზე გერმანელმა მეკარემ კარი მშრალად 58-ჯერ შეინახა, რითაც გადაასწრო იკერ კასილასს და ახალი რეკორდი დაამყარა.
მიუნხენელები აგრძელებენ ევროთასებზე ბრძოლას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნოიერმა შესაძლოა კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი მიღწევა.