პრემიერ ლიგის მესამე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა სენტ ჯეიმს პარკზე, სადაც მაყურებელმა ნიუკასლი-ტოტენჰემის დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში მოედაზე დიდი ბრძოლა ვიხილეთ, სადაც საბოლოო ჯამში ედი ჰაუს ბიჭებმა სტუმრებს აჯობეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
მატჩში ანგარიში ჰარვი ბარნსმა გახსნა, რომელმაც ლოიდ კელის საგოლე გადაცემით ისარგებლა. ტოტენჰემმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში მოახერხა — ბრენან ჯონსონის აქტიურობას დენ ბარნის ავტო-გოლი მოჰყვა. ამ მომენტის შემდეგ, უპირატესობა თავიდან ბოლომდე პოსტეკოგლუს გუნდის მხარეს გადავიდა, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრის 78-ე წუთზე, სტუმარ გუნდს ნიუკასლის კონტრშეტევა გამოეპარა, რასაც ალექსანდერ ისაკის გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა, 2-1. შვედმა ფორვარდმა ამ სეზონში პირველი გოლის გატანა მოახერხა.
ამ გამარჯვებით ნიუკასლმა 7 ქულა მოაგროვა, ტოტენჰემს კი 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.
ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლი, რომელიც RMC-ის წარმომადგენელია, პსჟ-ს ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. "არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ოქროს ბურთი კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. კვარაცხელია ძალიან მიყვარს და კარგი ფეხბურთელია, თ…
ფაბრიციო რომანო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სატრანსფერო ჟურნალისტი, SBC Summit 2026-ის მთავარ სცენაზე გამოვა და სოციალური მედიის ეპოქაში სპორტული მედია ბრენდის შექმნის შესახებ ისაუბრებს. ფაბრიციო რომანომ, თავისი ცნობილი ფრაზით — "Here we go!“ მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებში 70…
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ფროსინონესა და კომოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფროსინონეს ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი გაიტანა. აღსანიშნვია, რომ კვერნაძე სერია A-ს მე-5 ტურის სიმბოლურ გუნ…
საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელსა და პსჟ-ს შორის შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა 66-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. მარსელმა ანგარიში გაათან…
სერია A-ს მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ლეჩეს უმასპინძლა. რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. მილანი 3-0 ლეჩე გოლები: 1-0 კრისტიან პულისიკი 14', 2-0 ადრიენ რაბიო 61', 3-0 დიეგო მორეირა 73'…
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვილიარეალსა და ლევანტეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მატჩის მიწურულს მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და თამაშს საბოლოო წერტი…
ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე თავი ანდრიჩმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა. 51-ე წუთზ…