გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დასატოვებლად ემზადება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 23 წლის მეკარე სეზონის ბოლოს ესპანურ გუნდს დატოვებს. უკვე ცნობილია რომელი კლუბები იჩენენ მამარდაშვილის მიმართ ინტერესს, საქმეში ატლეტიკო მადრიდი და ნიუკასლი არიან, თუმცა უფრო მეტს ინგლისური გუნდი აქტიურობს.
როგორც ირკვევა, ნიუკასლის პირველი შეთავაზება €25 მილიონი + ბონუსები იქნება, რასაც ვალენსია დიდი ალბათობით დაბლოკავს. "ღამურები" ქართველ ფეხბურთელს €35-40 მილიონად აფასებენ და ამაზე ნაკლებ თანხად, გიორგის გაშვება არ სურთ.
უახლოეს პერიოდში გავიგებთ, ნიუკასლი შეთავაზებას გაზრდის თუ არა, თუმცა ფაქტია, ინგლისური გუნდისთვის მამარდაშვილი #1 სამიზნეა.