სეზონის ბოლოს რედ ბულს მთავარი ინჟინერი, ადრიან ნიუი დატოვებს და გავრცელებული ინფორმაციით, კარიერას ფერარიში გააგრძელებს.
65 წლის ბრიტანელმა ინჟინერმა მომავალთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის შეცვლას აქტიურად განიხილავს.
"15 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემს ასაკში გუნდის შეცვლა და კარიერის კიდევ 4-5 წლით გაგრძელება სურს, ვიფიქრებდი, რომ ეს სიგიჟეა. მამაჩემი ვეტერინარი იყო, თუმცა, მანქანები ყოველთვის უყვარდა - მას 60 წლის ასაკში ჰქონდა გადაწყვეტილი პენსიაზე გასვლა, მაგრამ როდესაც დრო მოვიდა, კიდევ 5 წლით გააგრძელა მუშაობა."
"მანქანების ინჟინრად მუშაობა 8-10 წლის ასაკიდან მსურდა და მიხარია, რომ ოცნება ამიხდა. ყოველი დღე ჩემთვის დღესასწაულია და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. სეზონის ბოლოს პატარა არდადეგებს მოვიწყობ - როგორც ფორესტ გამპი ამბობს სირბილის შემდეგ, ახლა ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, რადგან მომენატრება ჩემი საყვარელი საქმე" - განაცხადა ნიუიმ.