მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი მშობლიური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. ყოფილმა მარჯვენა მცველმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ახალწვეული, რომელმაც "წითელ ეშმაკებში" გაამართლა, ბრუნო ფერნანდეში არის.
"თქვენ შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ დე ლიხტის ან ზირკზეს მოსვლით, თუმცა არ დაგავიწყდეთ, თუ რა ხდებოდა დი მარიასა და სანჩესის გადმოსვლის დროს. ანხელსა და ალექსისზე ვამყარებდით უდიდეს იმედებს, მაგრამ ვერ გაამართლეს. მიმოვიხილოთ მანჩესტერის ბოლო 10 წელი, აღმოვაჩენთ იმას, რომ ერთადერთი წარმატებული ტრანსფერი ბრუნოს გადმოსვლა იყო.
ფაქტია, რომ იუნაიტედი ახალწვეული ფეხბურთელებისთვის ნამდვილ სასაფლაოდ იქცა. სამწუხაროდ, გასულ ზაფხულსაც არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა განაპირა მცველმა.