NBA-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც სითი თანდერმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 122:113 დაამარცხა.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც ოკლაჰომამ ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და სერიაში წონასწორობა სრულიად დამსახურებულად აღადგინა.
მატჩის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 9 პასიც მიითვალა.
სერიის მესამე მატჩი უკვე სან ანტონიოში გაიმართება. შეხვედრა 23 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
იხილეს სერიის მეორე მატჩის მიმოხილვა








