გუშინ ღამით NBA-ის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც მაყურებელმა დეტროიტ პისტონსი vs კლივლენდ კავალიერსისა და ოკლაჰომა სითი თანდერი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსის დაპირისპირებები იხილა.
დეტროიტმა სერია კარგად დაიწყო და დაძაბულ ბრძოლაში კავალიერსი 111-101 დაამარცხა. მატჩის MVP ქეიდ ქანინგემი გახდა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა შეასრულა და 7 პასითაც გამოიჩინა თავი. კავალიერსიდან საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო - 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მეორე შეხვედრა კვლავ დეტროიტში გაიმართება, კერძოდ 8 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
დეტროიტ პისტონსი vs კლივლენ კავალიერსის მატჩის მიმოხილვა
პლეი-ოფის კიდევ ერთ მატჩს ოკლაჰომამ უმასპინძლმა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ლეიკერსს უმასპინძლა და საბოლოო ჯამში, საკმაოდ მარტივადაც მოუგო, 108-90.
პარკეტზე საუკეთესო ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც ოკლაჰომას 27 ქულა ჩაუგდო, რასაც 4 მოხსნა და 6 პასიც დაუმატა. ოკლაჰომას ჩეტ ჰოლგრენმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა, 12 მოხსნა და 1 პასი იყო.
სერიის მეორე მატჩს კვლავ Paycom Center უმასპინძლებს - შეხვედრა 8 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
ოკლაჰომა სითი თანდერი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსის მატჩის მიმოხილვა








