გუშინ ღამით მაყურებელმა NBA-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის სერიის მეოთხე მატჩი იხილა, სადაც სან ანტონიო სპურსმა ოკლაჰომა სითი თანდერს უმასპინძლა და სრულიად დამსახურებულად მეტოქე 103:82 დაამარცხა.
მატჩის MVP ვიქტორ ვემბანიამა გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 5 პასი მიითვალა. სან ანტონიომ ამ გამარჯვებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა, 2-2.
სერიის მომდევნო მატჩი უკვე ოკლაჰომაში გაიმართება, კერძოდ 27 მაისს, თბილისის დროთ 04:30 საათზე.
იხილეს სერიის მეოთხე მატჩის მიმოხილვა








