გუშინ ღამით NBA-ის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც მაყურებელმა ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ იორკ ნიქსის და მინესოტა ტიმბერვულვზი vs სან ანტონიო სპურსის დაპირისპირებები იხილა.
ნიო იორკ ნიქსმა სერიაში უპირატესობა სამამდე გაზარდა და მომდევნო ეტაპს კიდევ უფრო მიუახლოვდა. Xfinity Mobile Arena-ზე გამართული დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, სადაც მასპინძლებმა ნიქსს საინტერესო ვერაფერი შესთავაზეს და კიდევ ერთხელ დამარცხდნენ, 94-108.
პარკეტზე საუკეთესო ჯალენ ბრანსონი იყო რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 9 პასითაც გამოიჩინა თავი.
სერიის მეოთხე მატჩი კვლავ ფილადელფიაში გაიმართება, კერძოდ 10 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე.
ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ იორკ ნიქსის მატჩის მიმოხილვა
გუშინ ღამით კიდევ ერთი მატჩი მინესოტაში გაიმართა, სადაც ტიმბერვულვზმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, 108-115. ამ გამარჯვებით სან ანტონიო სპურსმა სერიაში დაწინაურება მოახერხა და ანგარიში 2-1 გახადა.
მატჩის MVP ვიქტორ ვემბანიამა გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 39 ქულა მოუპოვა, რასაც 15 მოხსნა და 1 პასიც დაუმატა. მინესოტადან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი იყო.
სერიის მეოთხე მატჩი კვლავ მინესოტაში გაიმართება - შეხვედრა 11 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
მინესოტა ტიმბერვულვზი vs სან ანტონიო სპურსის მატჩის მიმოხილვა








