გუშინ ღამით NBA-ის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი ორი მატჩი გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნიუ იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსისა და სან ანტონიო სპურსი vs მინესოტა ტიმბერვულვზის დაპირისპირებები იხილა.
ნიუ იორკ ნიქსმა სერია კარგად დაიწყო და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს 137-98 მოუგო. მატჩის MVP ჯალენ ბრანსონი გახდა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო, 1 მოხსნა შეასრულა და 3 პასითაც გამოიჩინა თავი.
სერიის მეორე მატჩი კვლავ მედისონ სქვერ გარდენში გაიმართება, კერძოდ 7 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
ნიუ იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსის მატჩის მიმოხილვა
1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი სან ანტონიოში გაიმართა, სადაც სპურსი მძიმე ბრძოლაში მინესოტა ტიმბერვულვზთან დამარცხდა. Frost Bank Center-ში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილა, რომელშიც ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება სტუმარმა გუნდმა დატოვა და სერიაში დაწინაურებაც მოახერხა.
პარკეტზე საუკეთესო იულიუს რენდლი იყო, რომელმაც მინესოტას ულიდერა: 21 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მეორე მატჩი კვლავ სან ანტონიოში გაიმართება - შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
სან ანტონიო სპურსი vs მინესოტა ტიმბერვულვზის მატჩის მიმოხილვა








