გუშინ ღამით NBA-ის სუპერფინალის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა. მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 111:115.
პარკეტზე საუკეთესოები ჯალენ ბრანსონი და ვიქტორ ვემბანიამა იყვნენ, რომლებმაც 32-32 ქულა ჩააგდეს.
სან ანტონიო სპურსმა სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. მაყურებელი სუპერფინალის მომდევნო მატჩს კვლავ მედისონ სქვერ გარდენზე იხილავს, კერძოდ 11 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.
იხილეთ ფინალური სერიის მესამე მატჩის მიმოხილვა












