სერია ა-ს გადადებულ შეხვედრაში მილანის ინტერი სტუმრად ფლორენციის ფიორენტინასთან 0:3 განადგურდა. მოქმედ ჩემპიონს პირველი გოლი გაუტანა ლუკა რანიერიმ, შემდეგ კი მოიზე კინის დუბლი ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა რბოლაშიც დაწინაურდა.
"ვიოლას" ლიდერს დაუგროვდა 15 გოლი, მასზე წინ არის მხოლოდ მატეო რეტეგი, რომელსაც ერთი ბურთით მეტი აქვს გატანილი. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას: "ნერაძურისთვის" ნაპოლისთან ჩამორჩენა კვლავ 3-ქულიანი დარჩა, "იები" კი ამ მოგებით ოთხეულში შევიდნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ კვირას ეს გუნდები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.