სერია ა-ს 24-ე ტურში მილანის ინტერმა ფლორენციის ფიორენტინა 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, ამ გუნდების გადადებულ შეხვედრაში "ნერაძური" "ვიოლასთან" 0:3 განადგურდა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სკუდეტოს მოქმედი მფლობელი უპირატესობას დაეუფლა დებიუტშივე და 28-ე წუთზე გოლიც შეაგდო.
"გველები" მარინ პონგრაჩიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ. შემდეგ იყო როლანდო მანდრაგორას პენალტი, გამარჯვების მომტანი გოლი კი ტრავმირებული მარკუს ტურამის ნაცვლად შემოსულმა მარკო არნაუტოვიჩმა შეაგდო. მეაცას ბინადრები აგროვებენ 54 ქულას და ლიდერ ნაპოლისთან სხვაობას 1 ქულამდე ამცირებენ.