გასულ ზაფხულს, ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებით, ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლი დატოვა და იჯარის წესით გალათასარაიში წავიდა. მის ნაცვლად გუნდმა რომელუ ლუკაკუ დაიმატა.
ოსიმენმა ნეაპოლელებს პასუხი მოედანზე გასცა და გალათასარაის მაისურით საოცარ სეზონს ატარებს.
თურქეთის ჩემპიონატის 2024/25 წლების სეზონში ის 20 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
ამასთანავე, თურქეთის თასის 1/4 ფინალში მან ფენერბაჰჩეს დუბლი შეუსრულა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. ოსიმენს შანსი აქვს, გალათასარაისთან ერთად ორი ტიტული მოიგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელი ფორვარდი კვლავ ნაპოლის საკუთრებაა, დიდი ალბათობით, ზაფხულში იტალიურ კლუბში არ დაბრუნდება.