ნაპოლის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც გუნდს გასული სეზონის მეორე ნახევარში ხელმძღვანელობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"რა აკლია კვარაცხელიას? - ევროპის ჩემპიონატმაც დაგვანახა, რომ კვარაცხელიას რამდენიმე კომპონენტში მოსამატებელი აქვს და ამაზე უნდა იმუშაოს.
ის ხშირად უნდა დაეხმაროს დაცვას და აქტიური იყოს მაშინ, როცა გუნდი თავს იცავს. ასევე, უფრო პროდუქტიული უნდა იყოს ნახევარდაცვის ხაზში.
თუ კვარაცხელიას უნდა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს, ეს კომპონენტები აუცილებლად უნდა დახვეწოს", - განაცხადა კალცონამ.
თურქეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.