იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ბოლონიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მოგეხსენებათ, კალცონას გუნდი ევრო საგზურისთვის იბრძვის და მათთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია.
ამ მარცხის შემდეგ კი ნაპოლის მომდევნო 2 შეხვედრაში ქულები აუცილებლად სჭირდება, რათა კონფერენს ლიგაზე მაინც ითამაშოს.
ბოლონიასთან მატჩში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ, რომელმაც 81 წუთი ითამაშა.